Friday, February 26, 2016
ჩვენ შესახებ
ამ ბლოგზე მუშაობდნენ მე-101 კლასის მოსწავლეები: ანა სვანაძე, მარიამ ვაშაკიძე და სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარე თეკლა კუხალაშვილი.
ჩვენი სკოლის მატიანე
·
მისამართი:
ქ. ქუთაისის რ. თაბუკაშვილის #175
·
ფართობი: სკოლა - 6993,10 მ2, ეზო - 18589,87
მ2
·
მოსწავლეების
რაოდენობა: გახსნის დღე - 1256, დღეს - 778
·
მასწავლებლების
რაოდენობა - 56
,,უჩვეულო დილა იყო. მზე როგორც იქნა სძლია და როგორც იქნა ღრუბლის ლეჩაქი გაჰკვეთა. თითქოს ყველაზე უხვად სხივები ჩვენი სკოლის ეზოსკენ გამოისტუმრა...
ქალაქ #36-ე
საშუალო
სკოლამ
არსებობა
დაიწყო:
წელი - 1983
თვე - სექტემბერი
დღე - ხუთშაბათი
რიცხვი - პირველი
საზეიმო მიტინგი სკოლის დირექტორმა იაზი ჭურაძემ გახსნა. ეტრატებით ხელში გაემართა საპატიო ყარაულთა ჯგუფი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახელმწიფოს ალამის აღსამართავად.
მოსამზადებელი კლასის მოსწავლეების კურთხევა ...
უცნაურად, მაგრამ ტკბილად გაისმოდა პედაგოგების იმედა ზარქუასა და ნუნუ ცაავას დარიგება :
1 ,,რომ აშენო , უნდა იცოდე , რომ იცოდე უნდა ისწავლო ".
2 ,,შენ ხარ მარადიული და ერთგული შვილი შენი სამშობლოსი".
3 ,,გზის გაკვლევა და გამარჯვება შეიძლება მხოლოდ შრომით და პატიოსნებით. ზარმაცობა , ცუღლუტობა , სიცრუე და სიყალბე ადამიანს ადრე თუ გვიან უეჭველად დაღუპავს".
პიონერებმა მონტაჟით გადმოსცეს სათქმელი.
სტუმრები ერთმანეთს ცვლიდნენ : ქალაქის განათლების განყოფილების გამგე ნ.ხანთაძე და ავტოქარხნის რაიონის განათლების განყოფილების გამგე გ.ფრუიძე ;ვეტერანი კომკავშირელი რ.ჯინჯოლია და ახალგზრდა პედაგოგი ნ.კემულარია ;პოეტები ლილი ნუცუბიძე და ზაალ ებანოიძე ;მშობელი თ.გამსახურდია;
სიმბოლური გასაღები გადაეცა დირექტორს ; პატარები ლენტს ჭრიან და სკოლა სიცოცხლეს იწყებს.
სააზეიმო განწყობილებას თამრიკო გვერდწითელის ,,მრავალჟამიერი" აათკეცებდა.
სკოლის პირველი დირექტორი
სკოლის პირველი
დირექტორი 1983წლიდან 1995 წლამდე იყო იაზი ჭურაძე. იგი ასწავლიდა ფიზიკასა და ასტრონომიას.
სკოლის ხელმძღვანელობას კარგად უთავსებდა პედაგოგობას და მასწავლებელთა მასწავლებლობას.
მისი მუშაობის
წლებში სკოლა ქალაქში გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური მიღწევებით, თანამედროვე ტექნიკური
აღჭურვილობით, შემოქმედებითობით და ინოვაციების დანერგვით. ბატონი იაზი ხასიათდებოდა
სამართლიანობით, პრინციპულობით, გულისხმიერებით. იგი იყო საკუთარი აზრისა და იდეების
გამტარებელი, მაგრამ ამავე დროს სხვისი აზრის დამფასებელიც. პატივს სცემდა ნიჭსა და
კრეატიული აზროვნების უნარს.
ამჟამად ბატონი
იაზი ცოლ-შვილთან ცხოვრობს ბელგიაში.
სკოლის მეორე დირექტორი
სკოლის მეორე
დირექტორი ქალბატონი რუსუდან ჭეიშვილი დაიბადა 1952წლის 8 სექტემბერს.1969-1973 წლებში
სწავლობდა ქ. ქუთაისის ალ. წულუკიძის სახ. სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის
ფაკულტეტზე ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. 1996-1997 წლებში დაამთავრა ქ.
ქუთაისის საფინანსო-საბანკო უმაღლესი პროფესიული სასწავლებელი ბუღალტრის კვალიფიკაციით.
1975-1986 წლებში მუშაობდა ქ. ქუთაისის #30-ე საშუალო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის
მასწავლებლად. 1986-1994 წლებში ქ. ქუთაისის
#36-ე საშუალო სკოლაში დირექტორის მოადგილედ სასწავლო დარგში. 1994-2007 წლებში იყო
ქ. ქუთაისის #36-ე საჯარო სკოლის დირექტორი. 2007 წლიდან ის არის ქ. ქუთაისის #21-ე
საჯარო სკოლის დირექტორი.
ქალბატონი
რუსუდანი დირექტორობას მშვენივრად უთავსებდა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგობას.
მისი მუშაობის წლებში სკოლა კიდევ უფრო განვითარდა და ქალაქში თვალსაჩინო ადგილი დაიკავა.
ქალბატონი რუსუდანი კოლექტივის და მოსწავლეების საყვარელი დირექტორი იყო. სისტემატურად
ეძებდა მოზარდებთან მუშაობის, მათი ცოდნისა და უნარ-ჩვევების ამაღლების ეფექტიან, ოპტიმისტურ
გზებსს.
მასწავლებლებთან
ყოველთვის ჰქონდა საქმიანი, მეთოდური და პასუხისმგებლური დამოკიდებულება. ხასიათდებოდა
უდიდესი მომთხოვნელობით, როგორც საკუთარი თავის, ისე თანამშრომლების მიმართ, რაც, საბოლოო
ჯამში, დადებით ეფექტს იძლეოდა.
ქალბატონი
რუსუდანი, ასევე, დიდი წარმატებით აგრძელებს მუშაობას ქ. ქუთაისის #21-ე საჯარო სკოლის
დირექტორის თანამდებობაზე.
სკოლის მოქმედი დირექტორი
სკოლის მოქმედი
დირექტორი ბატონი თენგიზ თაბუკაშვილი დაიბადა 1957 წლის 10 აპრილს მოსამსახურის ოჯახში. 1964-1974 წლებში სწავლობდა ქ.ქუთაისის #7-ე საშუალო
სკოლაში. 1974წელს ჩააბარა მისაღები გამოცდები ქ.ქუთაისის ალ. წულუკიძის სახ. სახელმწიფო
პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის დაუსწრებელ განყოფილებაზე.
1984-1993
წლებში მუშაობდა ქ.ქუთაისის #15-ე საშუალო სკოლაში ისტორიის მასწავლებლად (რუსულ სექტორზე).
1998წლის მარტიდან 1 წელი მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის კოლეჯის
ქუთაისის ფილიალში, ხოლო იმავე წლის სექტემბრიდან 2007 წლის ნოემბრამდე ისევ ქ.ქუთაისის
#15-ე საჯარო სკოლაში ისტორიის მასწავლებლად, ამჯერად ქართულ სექტორზე.
2006 წელს
ჩააბარა სადირექტორო გამოცდები, გაიარა გასაუბრება და 2007 წლის ნოემბერში აირჩიეს
სსიპ ქ. ქუთაისის #36-ე საჯარო სკოლის დირექტორად. 2014 წელს განმეორებით ჩააბარა სადირექტორო
გამოცდები, გაიარა გასაუბრება და მიიღო საჯარო სკოლის დირექტორის სერთიფიკატი. განმეორებით
იქნა არჩეული სსიპ ქ.ქუთაისის #36-ე საჯარო სკოლის დირექტორად.
სკოლაში ფუნქციონირებს 7 კათედრა:
1.
ქართული ენა და ლიტერატურა ( კათედრის გამგე: რუსუდან
კუბლაშვილი )
2.
უცხო ენები ( კათედრის გამგე: ირმა ლომიძე)
3.
მათემატიკა ( კათედრის გამგე: ჟუჟუნა თოდიძე )
4.
საბუნებისმეტყველო საგნები ( კათედრის გამგე: ლია ბრეგაძე)
5.
საზოგადოებრივი მეცნიერებები ( კათედრის გამგე: თეონა
კამლაძე)
6.
დაწყებითი კლასები ( კათედრის გამგე: ირმა ჩირგაძე)
7. შრომითი და ესთეტიკური საგნები ( კათედრის გამგე: ნანა
ნაცვლიშვილი)
სერთიფიცირებული პედაგოგებია:
- ნანა გორდეზიანი
- ციცინო ჭეიშვილი
- მაკა ბობოხიძე
- ხათუნა გეწაძე
- ლილია ნაჭყებია
- გელა ამბროლაძე
- ჟუჟუნა თოდიძე
- ხათუნა ფრუიძე
- ინეზა კაციტაძე
- კონსტანტინე გაბუნია
- თეონა კამლაძე
- ლელა გრძელიშვილი
- ნარგიზა მარგველაშვილი
- ირმა ლომიძე
- ნათია ყაველაშვილი
- მალვინა თევდორაძე
- რუსუდან გაბუნია
სკოლა წარმატებით დაამთავრეს შემდეგმა მოსწავლეებმა:
2008-2009
ოქრო - ი. ამბროლაძე
ვერცხლი - ბ. სუთიძე, თ. რობაქიძე, თ. გაბუნია, დ. ბენდელიანი, ე. ფაილოძე
2009-2010
ოქრო - ი. აბრამიძე
ვერცხლი - დ. მოსეშვილი, მ. ტორაძე
2010-2011
ოქრო - ე. ლეჟავა
2012-2013
ოქრო - დ. სალდაძე, მ. სალდაძე, ს. სალდაძე, ა. ფხაკაძე,
ე. მუშკუდიანი, თ. კვირიკაშვილი, ნ. ღურჯია
2013-2014
ოქრო - ზ.რევიშვილი, ა. ბობოხიძე, თ. მახარაძე, ა. გუმბერიძე
ვერცხლი - ლ. კვიცარიძე, ა. ჭარხალაშვილი
2014-2015
ოქრო - ა. რევიშვილი, ნ. შაშიაშვილი, მ. სინაურიძე
ვერცხლი - მ.
კეთილაძე
ჩემი პირველი ნოუთბუქი
სკოლაში საბაზო საფეხურის წარმატებით დამთავრებისთვის
კომპიუტერით დაჯილდოვდნენ მოსწავლეები:
- მიშიკო ლომიძე
- თაკო მარდალეიშვილი
- თორნიკე შარვაშიძე
- ირაკლი ამბროლაძე
- დავით მშვილდაძე
- ანა სვანაძე
- მარიამ ვაშაკიძე
- თეკლა კუხალაშვილი
- ანა შალამბერიძე
- საბა სვანაძე
- გოგა კაპანაძე
- ბაქარ უგულავა
- სკოლაში კეთილგანწყობილი გარემო სუფევს ინკლუზიური სწავლების მიმართ. სკოლაში მუშაობს ორი სპეცპედაგოგი: ია კაშია და ირმა კოჭაბიანი. ისინი პედაგოგებთან ერთად წარმატებით ართმევენ თავს ინკლუზიურ სწავლაში ჩართულ მოსწავლეებთან მუშაობას.
- სკოლა ჩართულია G-Pried პროგრამაში სადაც დაწყებითი კლასის მასწავლებლები ეუფლებიან ინოვაციური სწავლების მეთოდებს და წარმატებით ართმევენ თავს.
- სკოლაში ფუნქციონირებდა და ფუნქციონირებს ქიმიის, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ბიოლოგიისა და ფიზიკის კაბინეტები, სადაც მოსწავლეებს საშუალება გვეძლევა მასწავლებლების ხელმძღვანელობით ჩავატაროთ პრაქტიკული ცდები, რაც საგაკვეთილო პროცესს უფრო საინტერესოს ხდის.
- 2010 წლიდან სკოლის ქიმიისა და ბიოლოგიის კაბინეტებში შეყვანილი იქნა ინტერნეტი, დამონტაჟებული იქნა პროექტორი და ნოუთბუქის საშუალებით ხდება განათლების სამინისტროს გვერდზე განთავსებული ელექტრონული სასწავლო მასალების გამოყენება გაკვეთილის პროცესში
- სკოლის გახსნის დღიდან სკოლაში ტარდებოდა შრომის გაკვეთილები, სადაც მოსწავლეები ეუფლებოდნენ სხვადასხვა ხელსაქმეს, როგორც ქალის ისე მამაკაცის.
ჩვენი სკოლა დღეს
სკოლის გერბი
- ჩვენი სკოლადამთავრებული წარმატებული მოსწავლეები, რომლებიც დღესაც წარმატებით აგრძელებენ მოღვაწეობას.
- ელგუჯა დეისაძე - შპს ქ. ქუთაისის უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მენეჯერი და პროფესორი.
- ირაკლი ამბროლაძე - დაამთავრა 3 უნვერსიტეტი და ამჟამად არის წარმატებული ბიზნესმენი, რომლსაც აქვს საკუთარი ფირმა.
- ზურა ფხაკაძე - კორ სტანდარტ ბანკის მმართველი.
- ლალი კუხიანიძე - არის წარმატებული პედიატრი.
- ირინა კოპალიანი - მენეჯერი VTB ბანკში.
- ირმა აბრამიძე - წარმატებული მოდელი.
- სალომე ძოძუაშვილი - წარმათებული ექიმი.
- ლია ჭოხონელიძე - მე-3 სკოლის პედაგოგი
- თინათინ შარვაშიძე - ექიმი
- ჯილდა ჭეიშვილი - პროფესორი
- კონსტანტინე გაბუნია - პედაგოგი
- ბელა დახუნდარიძე - საქართველოს ბანკის მმართველი
- კობა მიქაუტიძე - სალარო მეურნეობის დირექტორი კრისტალში
- სალომე იობიძე - იმერეთის ყოფილი ვიცე გუბერნატორი
- გიორგი ეგუტიძე - ნეიროქირურგი
- ნინო კალატოზი - ბანკ ,,რესპუბლიკის" მენეჯერი
Subscribe to:
Posts (Atom)